გეგმები

პროექტის მიზანი და სამომავლო გეგმები:
პროექტის მიზანია უცხო ენების შესასწავლი კომპიუტერული პროგრამების შექმნა ონლაინ კურსებისთვის, სადაც დაახლოებით 10 უცხო ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნება მომხმარებელს, ამდენივე  საშუამავლო ენის საშუალებით. იგეგმება:

    1. ახალი ენების (ესპანური, გერმანული, ჩინური, თურქული) ონლაინ პროგრამების შექმნა.
    2. არსებული პროგრამების მეორე კურსის დამატება.
    3. ახალი კომპიუტერული პროგრამის შემუშავება უცხო ენების B1 და B2 დონის  ონლაინკურსებისთვის,  რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელს საშუალება ექნება სქემატურად და თვალსაჩინოდ გაეცნოს შესასწავლი ენის სტრუქტურას, ყველა შესაძლო დროს და კონკრეტული სავარჯიშოების შესრულების საფუძველზე უმოკლეს დროში დაეუფლოს შესასწავლ ენას.
    4. განახლდეს უკვე არსებული, ინგლისური ენის პირველი (A1) და მეორე (A2) კურსი და ითარგმნოს აზერბაიჯანულ, თურქულ, სომხურ, და ყაზახურ საშუამავლო ენებზე.
    5. ითარგმნოს ქართული ენის შესასწავლი პროგრამის პირველი (A1) კურსი, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და ინგლისურ საშუამავლო ენებზე (ენა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ქართული ენის შესწავლა).
    6. შეიქმნას ქართული ენის შესასწავლი მეორე (A2) კურსის ონლაინ პროგრამა, რომელის შესწავლა შესაძლებელი იქნება ინგლისური, სომხური, აზერბაიჯანული, რუსული, თურქული ენების და პერსპექტივაში კიდევ დაახლოებით 3-4 ევროპული და შესაძლოა აზიური (საშუამავლო) ენების საშუალებით.
    7. ახალი თემატური პროგრამების შექმნა. ესენია:
      • მოგზაურობა საზღვარგარეთ
      • სასტუმროში
      • საზოგადოებრივ ტრანსპორტში
      • რესტორანში
      • მაღაზიაში
      • ბანკში
      • პოლიციაში
      • საავადმყოფოში
      • და სხვა

ასევე, ჩვენი ვებგვერდის განვითარების უახლეს გეგმებშია: 
ახალი, გლობალური ვებგვერდის შექმნა, გაფართოებული შესასძლებლობებით და გაზრდილი ფუნქციონალურობით, რომელშიც გამოყენებული იქნება:

      • ვებგვერდის თანამედროვე და ახალი დიზაინი;
      • ინტერფეისის დაახლოებით 10–12 ენა;
      • გადახდის მრავალფეროვანი შესაძლებლობები (eMoney connect,  paypal და სხვა);
      • დამხმარე სასწავლი მასალები;
      • ცოდნის დონის შესამოწმებელი ტესტები;
      • მიღებული ცოდნის შემაფასებელი ტესტები;
      • საიტის  სმარტფონებზე და ტაბლეტებზე მუშაობის შესაძლებლობა;
      • ადმინისტრირების და მონიტორინგის ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობები;
      • პროგრამის ახალი ინტერფეისი და დიზაინი.

ასევე ბევრი სხვა საინტერესო პროგრამა, რომელთა შინაარსსაც ჯერ არ გავახმოვანებთ და რაც თქვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება.
თქვენი კომენტარები ძალზედ დაგვეხმარება, როგორც დაშვებული შეცდომების გასწორებაში, ასევე ახალი პროდუქტის შექმნის დროს.