|
||||||
|
||||||
|
ფასი და გადახდა: | |
რას ნიშნავს პაკეტი – 3 ადამიანისთვის? | კურსი განკუთვნილია 3 ადამიანისათვის (მომხმარებლისათვის). სამი მომხმარებელი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად სწავლობს. |
რომელი პლასტიკური ბარათით არის შესაძლებელი გადახდა? არის თუ არა american expess–ით გადახდა შესაძლებელი? | გადახდა შესაძლებელია VISA და MasterCard –ის ნებისმიერი ბარათით, რომელსაც ინტერნეტ–გადახდის შესაძლებლობა აქვს. ბარათს უკანა მხარეს უნდა ეწეროს CVC2 კოდი. სამწუხაროდ, american expess–ით გადახდა ჩვენს შეუძლებელია. |
საზღვარგარეთიდან როგორ გადავიხადო? | VISA და MasterCard –ის ნებისმიერი ბარათით. თუ ბარათი, არც თქვენ და არც თქვენს რომელიმე ახლობელს არ გაქვთ, გაუგზავნეთ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებისათვის განკუთვნილი თქვენი უნიკალური კოდი (id) საქართველოში მცხოვრებ ახლობელს, რომელიც შეგივსებთ ბალანსს TBC PAY –ის აპარატების საშუალებით. |
როგორ გადავიხადო სწრაფი გადახდის ავტომატებით? ტელეფონის ნომრით? | თუ ჩვენს საიტზე რეგისტრაცია და ავტორიზაცია გავლილი გაქვთ, შედით გადახდებში ("როგორ გადავიხადო") და TBC PAY –ის გერდებზე იქნება თქვენი უნიკალური კოდი (id), რომლითაც შეგიძლიათ განახორციელოთ გადახდა აღნიშნული სწრაფი გადახდის აპარატებით. |
29 ლარი 90 დღეში სამჯერ უნდა გადავიხადოთ? | არა, თნხას იხდით ერთხელ. ამ შემთხვევაში –29 ლარი არის 90 დღით პროგრამის გააქტიურების სრული საფასური. |
ვებგვერდის და პროგრამის შესახებ: | |
თუ პროგრამაში რომოდენიმე დღე ვერ შევედი, დაემატება თუ არა ეს დღეები შეძენილ ვადას? | არა, არ დაემატება. პროგრამა დაიბლოკება შეძენილი ვადის ამოწურვისთანავე. |
არის თუ არა საჭირო უცხო ენის ცოდნა, რაღაც დონეზე პროგრამით სარგებლობისათვის? | ნებისმიერი ენის პირველი კურსის შესწავლა არ ითხოვს ამ ენის ცოდნას, ელემენტარულ დონეზეც კი. |
რა ასაკიდან არის შესაძლებელი პროგრამებით სარგებლობა? | 10 წლის ასაკიდან. ზედა ზღვარი არ არის განსაზღვრული. |
არის თუ არა პროგრამით სარგებლობის დრო შეზღუდული დღის განმავლობაში? | არა, არ არის. პროგრამის შეძენის მომენტიდან, პროგრამაზე რაიმე ტიპის შეზღუდვა არ ხორციელდება. |
რა დროა საჭირო პროგრამის გასავლელად? | ინგლისური ენის პირველი კურსის 3 თვეში დასამთავრებლად, დღეში უნდა დააგროვოთ 100 ქულა. ამას დაახლოებით 1–1,5 საათი სჭირდება. სხვა ენები 2–ჯერ უფრო დიდია და შესაბამისად 2–ჯერ მეტი დრო სჭირდება. |
ორი ან მეტი ენის სწავლა თუ არის ერთდროულად შესაძლებელი? | დიახ, შესაძლებელია. უფრო მეტიც – ბევრად ეფექტურია. |
პირველ და მეორე კურსს თუ შევიძენ, მეორე კურსი პირველი კურსის დამთავრების შემდეგ დაიწყება? | არა. თქვენ გაგიაქტიურდებათ ორივე კურსი. რომელ კურსს როდის იმეცადინებთ – ეს თქვენზეა დამოკიდებული. |
როგორ დავადგინო, რომელი კურსიდან დავიწყო სწავლა? | დაიწყეთ მეორე კურსი. თუ ეს კურსი რთული აღმოჩნდება თქვენთვის, ესე იგი პირველიდან უნდა დაიწყოთ. |
პროგრამის დასამთავრებლად, რამდენი ქულა უნდა დავაგროვო სულ? | ინგლისური ენის პირველი კურსის დასარულებლად, დაახლოებით 9500 ქულა. მეორე კურსის, დაახლოებით 6600. დანარჩენი ენების პირველი კურსის, დაახლოებით 18000 ქულა. |
რა დონეზე მეცოდინება უცხო ენა? | ჩვენი პირველი კურსი შეესაბამება ევროპული სტანდარტის A1 დონეზე მეტს და მეორე დონე A2 დონეზე მეტს. |
იძლევით თუ არა რაიმე სერთიფიკატს სწავლის დამთავრების შემდეგ | არა. ჯერ არ გავცემთ. |
რომელი ენების დამატებას აპირებთ? | ვმუშაობთ გერმანული და თურქული ენების დამატებაზე. შემდეგ ესპანური და არსებული ენების უფრო მაღალი დონეების შექმნაზე დავიწყებთ მუშაობას. |
დაამატებთ თუა არა უფრო მაღალ დონეებს? | იგეგმება ყველა ენის 3 კურსის შექმნა, დაახლოებით C1 დონემდე. აგრეთვე თემატური პროგრამები. |
როდესაც რუსულ, იტალიურ ან ფრანგულ ენას ვსწავლობ, რომელი ენა უნდა იყოს ამორჩეული კომპიუტერზე? | კლავიატურის ენად ამორჩეული უნდა იყოს – შესასწავლი ენა. (ინგლისური -EN; რუსული-RU; იტალიური-IT; ფრანგული-FR. |
სმარტფონებზე და Ipad–ზე არ მუშაობს პროგრამა? | სამწუხაროდ სმარტფონებზე, Ipad–ზე და სხვა ტაბლეტებზე, პროგრამა ამჟამად არ მუშაობს |
Mozilla Firefox არა მაქვს და როგორ მოვიქცე? | უნდა გადმოწეროთ და დააინსტალიროთ საიტიდან www.mozilla.com. თუ ვერ შეძელით, დაუკავშირდით www.teach.ge –ს ადმინისტრატორს. |
როგორ დავაყენო სხვა ენის კლავიატურა? | უნდა გაააქტიუროთ თქვენი windows–დან. თუ ვერ შეძელით, დაუკავშირდით www.teach.ge –ს ადმინისტრატორს. |
რუსული კლავიატურის გამოყენება მიჭირს (ჩემს კლავიატურაზე რუსული ასოები არა წერია) და როგორ მოვიქცე? | შეგიძლიათ დააყენოთ პროგრამა, რომელიც რუსულ ასოებს დაამთხვევს ლათინური ასოების განლაგებას (www.codexserver.com), ან დააკარით თქვენს კლავიატურას რუსული ასოების სტიკერები. |
ვებგვერდი | ||
პრობლემა | მიზეზი | პრობლემის გადაჭრა |
მეილის და პაროლის შეყვანის შემდეგ წერს, "არასწორია მომხმარებელი ან პაროლი" | ავტორიზაციის გავლის დროს, არასწორად შეგაქვთ მეილი ან პაროლი. | აღადგინეთ პაროლი საიტიდან. |
დაუკავშირდით საიტის ადმინსტრატორს. | ||
კურსის "გაგრძელებაზე" დაჭერის შემდეგ, არაფერზე არ გადადის. | არასწორ, ან ძველ ბრაუზერს იყენებთ. | გამოიყენეთ Mozilla Firefox–ის ახალი ვერსია. |
თქვენი კამპიუტერის დრო და თარიღი არასწორია. | გაასწორეთ კომპიუტერის თარიღი და დრო. შემდეგ გადატვირთეთ ბრაუზერი. | |
ბრაუზერში უკვე გახსნილი გაქვთ სასწავლი პროგრამის ფანჯარა (GeoEnglish). | გადადით სასწავლი პროგრამის ფანჯარაში (GeoEnglish) | |
თქვენს IT-ადმინისტრატორს შეზღუდული აქვს ინტერნეტთან წვდომის ზოგიერთი ფუნქცია. | მიმართეთ თქვენს IT-ადმინისტრატორს. | |
უფასო პროგრამას ვერ იწყებთ. პროგრამა წერს – "თქვენ უკვე გაქვთ გამოყენებული ეს უფასო ლიცენზია". | უკვე გააქტიურებული გაქვთ ეს უფასო პროგრამა. | დააჭირეთ "ჩემი გვერდი"–ს ბმულს და იხილეთ აქტიური პროგრამები. |
უკვე გააქტიურებული გქონდათ ეს უფასო პროგრამა, და უფასო ლიცენზიას გაუვიდა ვადა. | აღნიშნული პროგრამა უკვე დაიბლოკა (ამოიწურა 24 საათი). გასააქტიურებლად –შეიძინეთ პროგრამა. | |
თუ აღნიშნული პროგრამა ისე დაიბლოკა, რომ მისი ნახვა ვერ მოასწარით, დაუკავშირდით საიტის ადმინისტრაციას. | ||
პროგრამა | ||
პრობლემა | მიზეზი | პრობლემის გადაჭრა |
პროგრამა შემდეგ დავალებაზე არ გადადის. | მიმდინარე დავალება არ გაქვთ დასრულებული. | დააჭირეთ ნებისმიერ ასოს კლავიატურაზე. თუ კარნახის ველში დაიწერა წითელი შრიფტით რაიმე სიტყვა ან ასო, გადაწერეთ სამუშაო ველში. |
თუ დავალებას სწორად აკეთებთ, მაგრამ პროგრამა მაინც არ გადავიდა შემდეგ დავალებაზე, დააჭირეთ ctrl+F5 –ს. | ||
არასწორ, ან ძველ ბრაუზერს იყენებთ. | გამოიყენეთ Mozilla Firefox–ის ახალი ვერსია. | |
გაწყდა კავშირი ინტერნეტთან. | შეამოწმეთ ინტერნეტთან კავშირი. | |
პროგრამა დავალებას არ აჩვენებს. | პროგრამას არ აქვს ხმა და დიქტორის ხმა არ ისმის. | გამოიყენეთ Mozilla Firefox–ის ახალი ვერსია. |
შეამოწმეთ კომპიუტერის ხმის მარეგულირებელი. | ||
პროგრამაში შედის და დავალებას არ იძლევა. ფანჯარას აწერია task description. | არასწორ, ან ძველ ბრაუზერს იყენებთ. | გამოიყენეთ Mozilla Firefox–ის ახალი ვერსია. |
თქვენი კამპიუტერის დრო და თარიღი არასწორია. | გაასწორეთ კომპიუტერის თარიღი და დრო. | |
თქვენს IT-ადმინისტრატორს შეზღუდული აქვს ინტერნეტთან წვდომის ზოგიერთი ფუნქცია. | მიმართეთ თქვენს IT-ადმინისტრატორს. | |
კრეფთ ასოებს კლავიატურაზე და არაფერი არ იკრიფება. | კომპიუტერის კლავიატურის ენა არ ემთხვევა შესასწავლ ენას. | დააყენეთ და გადართეთ კლავიატურის ენა, შესასწავლ ენაზე. |
არასწორ ასოს კრეფთ. | დააკვირდით კარნახის ველს. ზუსტად გადაწერეთ კარნახის ველში წითელი შრიფტით დაწერილი სიტყვა ან ასო. | |
პროგრამას ადრე ჰქონდ ხმა და აღარ აქვს. | არასწორ, ან ძველ ბრაუზერს იყენებთ. | გამოიყენეთ Mozilla Firefox–ის ახალი ვერსია. |
|
||||||
|
||||||
|